მზარეული — Spark By Hilton Tbilisi Biography

Spark By Hilton Tbilisi Biography — ლოგო
Spark By Hilton Tbilisi Biography

მზარეული

₾1370 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Spark by Hilton-ის გუნდი ეძებს მზარეულს.

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს სტანდარტებისა და დამტკიცებული რეცეპტების შესაბამისად კერძების მომზადება;
  • მომზადებული კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
  • საკვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება და პროდუქტების სათანადო პირობებში შენახვა;
  • პროდუქტების ვარგისიანობის, სიახლისა და ხარისხის კონტროლი;
  • სამზარეულოსა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
  • სამზარეულოს გუნდთან და სასტუმროს შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
მოთხოვნები:
  • მზარეულის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საკვების მომზადებისა და კულინარიის ძირითადი ტექნიკების ცოდნა;
  • საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობიანი და სანდო მიდგომა სამუშაოსადმი.
ჩვენ გთავაზობთ:
  • სამუშაო გრაფიკს: 07:00-დან 16:00 საათამდე;
  • ანაზღაურება: 1370 ლარი ხელზე;
  • პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • დაზღვევას და კვებას.