მზარეული
სასტუმრო "Unfound Door" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის თანამდებობაზე.
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
- მენიუებში არსებული კერძების მომზადება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით.
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/ მონიტორინგში.
- ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი სამზარეულოს ტერიტორიაზე, სამუშაო სივრცეების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება.
- კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი შეფ მზარეულის მიერ დადგენილი სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და "მიზან-პლასის" კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა.
- საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- ორგანიზებულობა, დისციპლინა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
- დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა.
პირობები:
- სამუშაო ადგილი - თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 111.
- სამუშაო განაკვეთი - კვირაში 5 სამუშაო დღე 8 საათიანი გრაფიკი.