მზარეული — World Vision

World Vision

მზარეული

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

World Vision საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში მზარეულის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანის ცენტრი

სამუშაო გრაფიკი: ორი დღე მორიგეობა, ორი დღე დასვენება, თვეში არაუმეტეს 40 საათისა

მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღესამისო თავშესაფარს.

დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.

დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.

პოზიციის მიზანი: დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრის აღსაზრდელებისათვის საკვების მომზადება შესაბამისი სანიტარული და ჰინიენური ნორმების დაცვით და საკვების გაცემა დღის ცენტრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოვალეობები:

  • პასუხისმგებელია ბავშვების კვებაზე, მოამზადოს საუზმე, სადილი და სამხარის მომზადებაზე განსაზღვრული მენიუს შესაბამისად;
  • დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები სამუშო ადგილას;
  • უზრუნველყოს სამუშაო ადგილის და სამზარეულო მოწყობილობების სუფთა მდგომარეობაში შენახვა;
  • მოამზადოს სხვადასხვა კერძი მენიუს შესაბამისად;
  • გასცეს საკვები განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად;
  • იცოდეს და გაითვალისწინოს ბავშვების კვების თავისებურებები;
  • იზრუნოს ბავშვების ჰიგიენაზე;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში იზრუნოს ბავშვების კეთილდღეობაზე;
  • აქტიურად ითანამშრომლოს დღის ცენტრის თანამშრომლებთან და კოორდინატორ-ლიდერთან;
  • დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით შეასრულოს სხვა დავალებები მისი პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ანალოგიური სამუშაო გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პოზიტიური და კონსტრუქციული მიდგომა კომუნიკაციისას (განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში).

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 17 სექტემბერი