მზარეული
პოზიცია: მზარეული
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუში არსებული კერძებისა და პროდუქციის მომზადება დადგენილი რეცეპტურისა და სტანდარტების შესაბამისად;
- კერძების ხარიხის, გემოს სტანდარტისა და პრეზენტაციის კონტროლი;
- სამზარეულოში სამუშაო პროცესის ორგანიზებულად და დროულად შესრულება;
- HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის სწორად შენახვის პირობებისა და ვადების კონტროლი;
- პრობლემური საკითხების გამოვლენა და ეფექტური რეაგირება;
- სამზარეულოს ყოველდღიური პროცესის ზედამხედველობა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალურ სამზარეულოში და კონკრეტულ სექციაში;
- HACCP-ისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი სერტიფიცირებული კულინარიული კურსები;
- ეფექტური კომუნიკაციის და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული მზაობა.