მზარეული
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ.46
სამუშაო საათები: 14:00-22:00
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე - 1200 ₾
ძირითადი მოთხოვნები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სასურველია მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება, რათა კანდიდატმა მონაწილეობა მიიღოს მენიუს შედგენასა და განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები
- მენიუს შედგენასა და განვითარებაში მონაწილეობა;
- სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მომზადება და მოწესრიგება;
- მენიუში გათვალისწინებული კერძების მომზადება;
- კერძების ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
- კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და კალკულაციების შესაბამისად;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა.