მზარეული — წიწილა

წიწილა — ლოგო
წიწილა

მზარეული

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სწრაფი კვების ობიექტი "წიწილა", რომელიც თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია 3 ფილიალითა და საწარმოთი, ეძებს მზარეულებს როგორც სენდვიჩების მომზადების, ასევე ლანჩების მიმართულებით.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

სამუშაო საათები: ცვლებში 09:00 - 16:00 ან 16:00 - 23:00

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი

კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მხრიდან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სენდვიჩების ან/და ლანჩების მომზადება კომპანიის რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • საჭირო პროდუქტებისა და ინგრედიენტების წინასწარ მომზადება;
  • სენდვიჩის ინგრედიენტების რაოდენობისა და პორციების სტანდარტის დაცვა;
  • პროდუქტების სწორად შენახვისა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვა;
  • სხვა სამზარეულოს თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;

გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.