მზა პროდუქციის საწყობის უფროსი
სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ერთერთი შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მზა პროდუქციის საწყობის უფროსის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ალ.მრევლიშვილის 2, ნაძალადევი, თბილისი
გრაფიკი: 08:00-17:00 საათამდე, (5 დღიანი სამუშაო გრაფიკი)
ანაზღაურება: 2500 ლარი, გადასახადების ჩათვლით;
ბენეფიტები: კვება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში მიმდინარე ოპერაციების მართვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების გუნდის მართვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
- წარმოებიდან მიღებული მზა პროდუქციის მითვლა/მიწონვისა და მიღებული პროდუქციის პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის შენახვა-დასაწყობების უზრუნველყოფა ყველა აუცილებელი წესის დაცვით;
- სავაჭრო ობიექტებიდან შემოსული შეკვეთების მიღება, დროულად აწყობა-მომზადებისა და გაცემის პროცესის კონტროლი;
- საწყობში არსებული მარაგებისა და ნაშთების კონტროლი, აღწერების წარმოება;
- შეკვეთებისა და ნაშთების ანალიზის შესაბამისად წარმოებისათვის გეგმის განსაზღვრა;
- საწყობში მიღებული და გაცემული პროდუქციის რაოდენობის ანალიზი და ხელმძღვანელთან ანგარიშგება;
- წუნდებული პროდუქციის აღწერა და ჩამოწერის უზრუნველყოფა;
- საწყობში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების მკაცრი კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- პროგრამა Apex-თან ან/და მომიჯნავე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რაოდენობრივი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროული რეაგირებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.