მცხობელი- ნატახტარი
სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე. "ვილა მოსავალი" მდებარეობს ნატახტარში, სოფელ ახალუბანში და აერთიანებს სასტუმროს, ქართულ და ევროპულ რესტორნებსა და მასშტაბურ საბანკეტო და ღონისძიებების სივრცეებს.
სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფელი ახალუბანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახეობის პურის, ხაჭაპურისა და სხვა ცომეულის მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
- ცომის მოზელა, დამუშავება, დაყოვნება და ცხობის პროცესის სრულად მართვა;
- ნედლეულის ხარისხის, ვარგისიანობის და სწორად შენახვის კონტროლი;
- პროდუქციის გემოს, ვიზუალური მხარისა და პორციების სტანდარტის დაცვა;
- სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავისა და გამართულობის უზრუნველყოფა;
- სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა და შეკვეთების დროული შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პურის, ხაჭაპურისა და სხვადასხვა სახეობის ცომეულის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
- ცომის მომზადებისა და ცხობის ტექნოლოგიის ცოდნა;
- ხარისხზე ორიენტირებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
- დატვირთულ გარემოში მუშაობისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვლების შესაბამისად;
- სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი, მათ შორის 1-საათიანი შესვენება;
- ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე;
- კვებით უზრუნველყოფა;
- ტრანსპორტირება თბილისიდან;
- საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს მიმდებარედ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.