მცირე ზომის ფილიალის მენეჯერი — შპს ჯი2 რითეილი

შპს ჯი2 რითეილი — ლოგო
შპს ჯი2 რითეილი

მცირე ზომის ფილიალის მენეჯერი

₾1700 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

“კარფური სითი" ამჟამად გთავაზობთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მცირე ზომის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: გლდანი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1500-1700 ლარი (ზრდადი)
  • ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა;
  • სწრაფი განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიის გეგმის, ბიუჯეტის და სტრატეგიული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • საოპერაციო ხარჯების კონტროლი;
  • მომხმარებელთა ნაკადის შესაბამისად თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის ეფექტური მართვა; თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
  • მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალურობის გაზრდა (NPS);
  • მარაგების, დანაკარგების (Shrinkage) და ნარჩენების ეფექტური მართვა;
  • პროდუქციის, განსაკუთრებით Fresh Food კატეგორიის, ხარისხის, ჰიგიენისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • სარეკლამო და პრომო კამპანიების სრულყოფილი შესრულება და პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და აქტივების ეფექტური მართვა;
  • სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, გახსნისა და დახურვის მონიტორინგი;
  • ახალი თანამშრომლებისთვის მაღაზიის ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა;
  • აქტიური რეპორტინგი კომპანიის საოპერაციო მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • რითეილ სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • დროის მენეჯმენტი;
  • გუნდის მართვა;
  • მომხმარებელთა მომსახურებაზე ორიენტაცია;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • შედეგებზე ორიენტაცია, ორგანიზებულობა;
  • მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა.