მყარი წამალთფორმების მეაპარატე
შპს "ნეოფარმი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში მყარი წამალთფორმების მეაპარატე - ის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
გრაფიკი: 09:00 დან 17:00 საათამდე, 1 საათი შესვენება, შაბათ-კვირა დასვენება;
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტექნიკურ საწარმო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
- აპარატების სისუფთავისა და გამართულობის უზრუნველყოფა;
- აპარატის აწყობა წამლის ფორმების შესაბამისად;
- სერია-ვარგისიანობის ვადების მინიჭება;
- პრეპარატების დაბლისტერება;
- შემრევისა და გრანულატორების სისუფთავისა და გამართულობის უზრუნველყოფა;
- საწყობიდან გამოწერილი სუბსტანციების მიღება წონების კონტროლით;
- სუბსტანციების შემრევში ჩატვირთვა დადგენილი (ტექნოლოგიური ინსტრუქციის შესაბამისი) თანმიმდევრობით;
- შემრევიდან მოზელილი მასის ამოტვირთვა, აწონვა და მაშრობი კარადის თაროებზე განაწილება;
- ხელმძღვანელის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების არქონის შემთხვევაში მოხდება საქმის ადგილზე შესწავლა);
- სხვადასხვა ტექნიკური დეტალების ცოდნა;
უნარები/პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- უფასო ერთჯერადი კვებას;
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ნეოფარმი"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები") შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
"ნეოფარმი +" გისურვებთ წარმატებას.