მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი- ბათუმი — ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო — ლოგო
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო

მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის ექიმის ვაკანსიას.

განცხადების მიღების ვადა: 10 სექტემბერი - 09 ოქტომბერი

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2 / პუშკინის 164

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის სპეციალობაში-"მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინა" სახელმწიფო სერტიფიკატი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პაციენტზე ორიენტირებულობა;
  • კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
  • თავაზიანობა;
  • მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
  • კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება;
  • სუბორდინაცია;
  • გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
  • სტრესულ და კონფლიქტურ გარემოში მუშაობისა და სიტუაციის დარეგულირება;
  • თვითგანვითარება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • პაციენტის მდგომარეობის პირველადი შეფასება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების განსაზღვრა;
  • პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების შეფასება, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი სტაბილიზაცია;
  • გადაუდებელი მდგომარეობების დიაგნოსტიკა, დიფერენციული დიაგნოსტიკის ჩატარება და შესაბამისი სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრა;
  • პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა მოქმედი კლინიკური პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებების, მათ შორის გულ-ფილტვის რეანიმაციის, ჩატარება;
  • გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დანიშვნა, შედეგების შეფასება და შესაბამისი სამედიცინო გადაწყვეტილების მიღება;
  • პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციის ორგანიზება;
  • პაციენტის ჰოსპიტალიზაციის, სხვა განყოფილებაში გადაყვანის, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში რეფერირების ან ამბულატორიული მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
  • მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებების განხორციელება;
  • პაციენტის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაგეგმილი გამოკვლევებისა და მკურნალობის შესახებ კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად, დროულად და მოქმედი წესების შესაბამისად წარმოება;
  • პაციენტის სამედიცინო ისტორიის, ჩატარებული კვლევების, დიაგნოზის, მკურნალობისა და გაწეული გადაუდებელი დახმარების შესახებ ინფორმაციის სათანადოდ დაფიქსირება;
  • პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა;
  • ინფექციების კონტროლისა და უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვა;
  • გადაუდებელი დახმარების პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა;
  • მორიგეობის პერიოდში განყოფილებაში შემოსული პაციენტების დროული შეფასებისა და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
  • პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაბამისი გადაუდებელი ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელება;
  • სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით, სამუშაო ინსტრუქციებითა და ხელმძღვანელის შესაბამისი მითითებებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.

სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.