მოწვეული ლექტორის ვაკანსია - სტომატოლოგიის მიმართულება — ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

მოწვეული ლექტორის ვაკანსია - სტომატოლოგიის მიმართულება

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის სკოლა აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • თერაპიული სტომატოლოგია;
  • ქირურგიული სტომატოლოგია;
  • ორთოპედიული სტომატოლოგია.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესაბამისი მიმართულების სასწავლო კურსების ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული სწავლების განხორციელება;
  • სტუდენტების კლინიკურ და სიმულაციურ სწავლებაში ჩართულობა და ზედამხედველობა;
  • სტუდენტების კლინიკური და პრაქტიკული უნარების განვითარება;
  • სტუდენტების ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების შეფასებაში მონაწილეობა;
  • სასწავლო მასალებისა და შესაბამისი აკადემიური რესურსების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სტომატოლოგიის სკოლის აკადემიურ და საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიური ჩართულობა;
  • უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებისა და აკადემიური სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სტომატოლოგიაში;
  • შესაბამისი მიმართულებით დასრულებული რეზიდენტურა;
  • შესაბამისი მიმართულებით რეზიდენტურის დასრულების შემდეგ არანაკლებ 2 წლის დადასტურებული კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება;
  • შესაბამის სპეციალობაში პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი/სერტიფიკატი;
  • სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე აკადემიურ, კლინიკურ და სიმულაციურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობისა და ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას;
  • სტომატოლოგიის სკოლის აკადემიურ და კლინიკურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • მოქნილ აკადემიურ დატვირთვას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 2 სექტემბერი.