მოწვეული ლექტორი - სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით ვეტერინარიის ინტეგრირებული ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიმართულებით: ანატომია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- სასურველია ჰქონდეს ანატომიის კურსის სწავლების გამოცდილება.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების მითითებით;
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
- სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის ვადები:
მოწვეული ლექტორის პოზიციის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.