მოსწავლეთა სკოლის შემდგომ მხარდაჭერის მასწავლებელი- რუსთავი — საგანმანათლებლო ცენტრი

საგანმანათლებლო ცენტრი

მოსწავლეთა სკოლის შემდგომ მხარდაჭერის მასწავლებელი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა, შეგიძლიათ შექმნათ გარემო, სადაც სწავლა საინტერესო, სახალისო და შთამაგონებელ პროცესად იქცევა, და გსურთ პროფესიული განვითარება, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ვეძებთ შემოქმედებით, ინიციატივიან და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, პოზიტიური და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვი თავს დაფასებულად, მხარდაჭერილად და მოტივირებულად იგრძნობს.

თანამდებობა: მოსწავლეთა სკოლისშემდგომ მხარდაჭერის მასწავლებელი (გახანგრძლივებული ჯგუფი)

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი (საგანმანათლებლო ცენტრი "აკადეა")

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (შესაძლებელია ნახევარი განაკვეთის განხილვაც)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული, პოზიტიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • გახანგრძლივებული ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • მოსწავლეთა უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა;
  • მოსწავლეების მხარდაჭერა საშინაო დავალებების შესრულების პროცესში;
  • შემეცნებითი, შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური თანამშრომლობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ სამუშაო პირობებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 5 სექტემბრამდე.