მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველი
ბიზნეს ცენტრი ერეკლე მეორეს მოედანზე აცხადებს ვაკანსიას მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
პროექტის ვადა: 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიციის მთავარი მიზანი
პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობაა ობიექტზე მოსაპირკეთებელი სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის ზედამხედველობა, სამუშაოების ხარისხის, ვადების და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები:
- კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული მოსაპირკეთებელი სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობა;
- სამუშაოების პროექტის, ნახაზების, ტექნიკური დავალებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად შესრულების კონტროლი;
- კონტრაქტორი კომპანიების სამუშაოების დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;
- სამუშაოების ხარისხისა და შესრულების ვადების კონტროლი;
- გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობის გადამოწმება;
- გამოვლენილი ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის კონტროლი;
- კონტრაქტორებისთვის სამუშაო დავალებებისა და მიმდინარე პრიორიტეტების განსაზღვრა;
- კონტრაქტორ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
- სხვა სამშენებლო მიმართულებებთან და პროექტის გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
- შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და დადგენილი წესების დაცვა, ხოლო დარღვევების ან რისკების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურისა და/ან მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
- უმაღლესი ტექნიკური (სამშენებლო მიმართულებით) განათლება;
- მინიმუმ 4 წლიანი სამშენებლო პროექტებში სამუშაო გამოცდილება;
- სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, (Excel-ის კარგი ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად); CAD პროგრამების კარგი ცოდნა;
- ქართული ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ზეპირი) უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- საჭირო თვისებები: გუნდურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, კეთილსინდისიერება, პუნქტუალობა; პასუხისმგებლიანობა, პრინციპულობა;
ვადა: 2026 წლის 31 ოქტომბერი