მონიტორინგის და ხარისხის მართვის სპეციალისტი — ფინბიურო

ფინბიურო — ლოგო
ფინბიურო

მონიტორინგის და ხარისხის მართვის სპეციალისტი

₾1500.0 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

" ფინბიურო " სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. ფინბიურო აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის და ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ; ანაზღაურება: 1500 ლარი ფუნქცია/მოვალეობები: ** პრობლემური საკითხების ანალიზი, მონიტორინგი, აღმოჩენილ ხარვეზებზე სათანადო რეაგირება, რეკომენდაციების შემუშავება და შედეგების გაცნობა; ** სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრების სამუშაო პროცესის მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით; ** კომპანიაში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ თანამშრომლებისთვის დროული ინფორმირების უზრუნველყოფა; ** სამუშაოს წარმართვა ვადების დაცვით; ** საეჭვო ფაქტების გამოვლენა და მისი შემდგომი ანალიზი; ** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის მენეჯმენტის ან იურიდიული მიმართულებით; ** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი; ** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.