ქოლცენტრის ოპერატორი — Georgian AirLink

Georgian AirLink

ქოლცენტრის ოპერატორი

₾1100.0 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება/დამუშავება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
  • ქოლ-ცენტრში შემომავალ ზარებზე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან

მოთხოვნები:

  • დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე,
  • პუნქტუალური;
  • ენერგიული;
  • ყურადღებიანი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სამუშაო ხორციელდება მცოცავი გრაფიკის მიხედვით, რომელიც მოიცავს ხუთ სამუშაო დღეს და ორ დასვენების დღეს.
  • სტაჟირების პერიოდი: 1 თვე
  • ანაზღაურება: 1000-1100 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@airlink.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.