მომხმარებელთა მხარდაჭერის ხელმძღვანელი — Ilaria

Ilaria — ლოგო
Ilaria

მომხმარებელთა მხარდაჭერის ხელმძღვანელი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. "ILARIA"-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს მომხმარებელთა მხარდაჭერის ხელმძღვანელს პარტნიორი კომპანიისთვის:

სამუშაო ფორმატი: სრული, On-site

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

ანაზღაურება: ფიქსირებული 4000 ლარი + ბონუსი

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მართვა:

  • მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
  • გუნდის წევრების სამუშაო პროცესისა და შედეგების მონიტორინგი;
  • გუნდის წევრების განვითარებაზე, მოტივაციასა და პროფესიული უნარების გაძლიერებაზე ზრუნვა;
  • თანამშრომლების ინდივიდუალური და გუნდური შედეგების შეფასება და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება;
  • სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და გუნდის რესურსების ეფექტიანი გადანაწილება;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესებისა და მომსახურების ხარისხის განვითარება;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესებისა და მომსახურების სტანდარტების შემუშავება და გაუმჯობესება;
  • მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა უკუკავშირისა და განმეორებადი პრობლემების ანალიზი;
  • არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება;
  • მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა.

KPI-ებისა და SLA-ების მართვა

  • მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებისთვის შესაბამისი KPI-ებისა და SLA-ების განსაზღვრასა და კონტროლში მონაწილეობა;
  • გუნდის შედეგების, რეაგირების დროისა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
  • მიღებული შედეგების ანალიზი და გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა;
  • გუნდის საქმიანობის შესახებ რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება.

მომხმარებელთა საჩივრებისა და რთული შემთხვევების მართვა

  • მომხმარებელთა საჩივრებისა და რთული შემთხვევების ეფექტიანი მართვა;
  • პრობლემური საკითხების დროული და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა საკითხის სრულ გადაწყვეტამდე;
  • განმეორებადი პრობლემების ანალიზი და მათი პრევენციის მიზნით შესაბამისი ინიციატივების განხორციელება.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა:

  • კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი თანამშრომლობა მომხმარებელთა საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის, პრობლემებისა და საჭიროებების შესაბამის გუნდებთან გაზიარება;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულების განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
  • მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა გუნდს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • გუნდის მართვისა და კოორდინაციის გამოცდილება;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესებისა და მომსახურების სტანდარტების განვითარებისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
  • KPI-ებისა და SLA-ების განსაზღვრისა და მონიტორინგის გამოცდილება;
  • მომხმარებელთა საჩივრებისა და რთული შემთხვევების ეფექტიანი მართვის გამოცდილება;
  • გუნდის შედეგების ანალიზისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ანგარიშგებისა და რეპორტინგის გამოცდილება;
  • ძლიერი ლიდერული, საკომუნიკაციო და ორგანიზაციული უნარები;
  • პრიორიტეტების ეფექტიანად მართვისა და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრობლემების ანალიზისა და ეფექტიანი გადაწყვეტის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ