მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი — ჯიბე ქეშ & ქერი

samushao.ge
ჯიბე ქეშ & ქერი — ლოგო
ჯიბე ქეშ & ქერი

მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია ჯიბე "Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე , საწყისი ანაზღაურება 1500₾

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
  • პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი
  • პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
  • სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
  • სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
  • მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
  • ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება;
  • აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
  • სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ