მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე
შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე , საწყისი ანაზღაურება 1500₾
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
- პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი
- პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
- სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
- სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
- მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
- ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება
- აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
- სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).