მობილური ჯგუფის თანასწორ-განმანათლებელი
"World Vision საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მობილური ჯგუფის თანასწორ-განმანათლებლის პოზიციაზე.
პოზიციის სახელწოდება: მობილური ჯგუფის თანასწორ-განმანათლებელი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი; მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს (შაბათ-კვირისა და არასამუშაო დღეების ჩათვლით) 24-საათიან ცვლაში
საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ერთობლივი "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" გადაუდებელი რეაგირების მიმართულების ფარგლებში ფუნქციონირებს მობილური ჯგუფი, რომლის მიზანიცაა მოახდინოს ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების იდენტიფიცირება, მათი აღრიცხვა, სხვადასხვა მათთვის საჭირო მომსახურებებთან დაკავშირება და მათი გრძელვადიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა. გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში მობილური ჯგუფის წევრები (სახელმწიფო სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, თანასწორ-განმანათლებელი და ადმინისტრაციული მუშაკი) იღებენ ვალდებულებას ყოველ მეოთხე დღეს (მათ შორის არასამუშაო საათებში და უქმე დღეებში) მოახდინონ რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ზარებსა და ბავშვებთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებზე.
პოზიციის მიზანი და ძირითადი პასუხისმგებლობები:
პოზიციის მიზანია: გაუწიოს დახმარება მობილური ჯგუფების სხვა წევრებს მიუსაფარი, ქუჩასთან დაკავშირებული, რისკის ქვეშ მყოფი და მოწყვლადი ბავშვების მოძიების, მათი ძალადობრივი სიტუაციიდან გამოყვანის, უსაფრთხო გარემოში გადაყვანისა და მათთან კომუნიკაციის დამყარების პროცესში. ასევე, გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ოთხ დღეში ერთხელ, 24-საათიანი სამუშაო შეასრილოს და შესაბამისი რეაგირება განახორციელოს მიღებულ შეტყობინებებზე, მოახდინოს ბავშვთა დაცვა სხვადასხვა სახის ძალადობის შემთხვევის შემთხვევებისგან.
როლის მთავარი მიზანია მისი წარსული ქუჩაში ცხოვრების/მუშაობის/სახემწიფო ზრუნვაში ყოფნის გამოცილებიდან გამომდინარე მარტივად დაამყაროს კომუნიკაცია და ნდობის მოპოვების პროცესში დაეხმაროს მობილურ ჯგუფს, საკუთარი გამოცილების გაზიარებით, ბავშვები მეტად დააინტერესოს სხვადასხვა სერვისებით და იყოს როლური მოდელი მათთვის. შესაბამისად აუცილებელია ჰქონდეს ქუჩაში ცხოვრების/მუშაობის/სახემწიფო ზრუნვაში ყოფნის გამოცდილება და იყოს ინტერგირებული საზოგადოებაში.
- გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განახორციელოს მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირება;
- ხელი შეუწყოს მობილური ჯგუფის წევრებს გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ბავშვთა დაცვას განმეორებითი ძალადობისგან (ხელახალი ვიქტიმიზაციისგან), ასევე ბავშვთა უსაფრთხო გარემოში განთავსებას;
- იმოქმედოს მობილური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, შეთანხმებულად და მათთან მჭიდრო კოორდინაციით;
- ხელი შეუწყოს მობილურ ჯგუფს (თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე) ბენეფიციარებთან პირველადი კომუნიკაციისა და რაპორტის დამყარებაში;
- დაამყაროს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ბავშვებთან და დაეხმაროს ჯგუფის სხვა წევრებს ბავშვებთან კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
- დაეხმაროს მობილური ჯგუფის წევრებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მოძიებასა და იდენთიფიცირებაში;
- იმუშაოს მობილური ჯგუფის წევრებთან ერთად ბენეფიციარებთან მათი სერვისებთან დაკავშირების, დამაგრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით;
- მობილური ჯგუფის უფროსი სოციალური მუშაკის მოთხოვნის შემთხვევაში, შეასრულოს არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლის ფუნქციას სამართალდამცავ ორგანოებში.
- დაიცვას ორგანიზაციის შიდა პოლიტიკები და იმოქმედოს ბავშვთა და ზრდასრულ ბენეფიციართა დაცვის ქცევის პროტოკოლის შესაბამისად
- შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებლობები კომპეტენციის ფარგლებში მენეჯერის დავალებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
რადგან თანასწორ განმანათლებელი მობილურ ჯგუფს მიუსაფარ ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარებასა და ნდობის მოპოვებაში ეხმარება და უნდა იყოს როლური მოდელი მათთვის, აუცილებელია მოთხოვნაა ქუჩაში ცხოვრების/ მუშაობის/ სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის გამოცდილება, და ამასთანავე, უნდა იყოს ინტერგირებული საზოგადოებაში. ასევე:
- ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
- ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საჭიროებების და გამოწვევების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობა;
- რთული სიტუაციების მშვიდად რეაგირების უნარი;
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 17 სექტემბერი.