მობილიზაციის მენეჯერი — სმარტ სოლუშენს

სმარტ სოლუშენს

მობილიზაციის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას მობილიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.

სამუშაო ადგილი: საქართველო

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

მოვალეობები:

  • კომპანიის საკუთრებაში არსებული და დაქირავებული მძიმე ტექნიკისა და მექანიზაციის მართვა და კონტროლი;
  • ტექნიკის განაწილება მიმდინარე ობიექტებზე სამუშაოების საჭიროებისა და პრიორიტეტების მიხედვით;
  • ექსკავატორების, დამტვირთველების, გრეიდერების, კატოკების, ბულდოზერების, თვითმცლელებისა და სხვა ტექნიკის სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
  • ტექნიკის ყოველდღიური მუშაობის, მოტოსაათებისა და მოცდენების კონტროლი;
  • ტექნიკის გამართულობის კონტროლი და გეგმური ტექნიკური მომსახურების ორგანიზება;
  • დაზიანებული ტექნიკის შეკეთების პროცესის ოპერატიული ორგანიზება და კონტროლი;
  • სათადარიგო ნაწილების, ზეთების, ფილტრებისა და სხვა საჭირო მასალების დროული უზრუნველყოფა;
  • საწვავის მოხმარების აღრიცხვა და კონტროლი;
  • მექანიზაციის ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
  • ოპერატორებისა და მძღოლების სამუშაოს კოორდინაცია და კონტროლი;
  • ობიექტების ხელმძღვანელებთან და პროექტის მენეჯერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია ტექნიკის საჭიროებებთან დაკავშირებით;
  • დაქირავებული ტექნიკის მოძიება, ფასების შედარება და მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება;
  • ტექნიკის შესაბამისი დოკუმენტაციისა და პერიოდული ანგარიშგების წარმოება.

უნარ-ჩვევები:

  • ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი;
  • ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

მოთხოვნები:

  • სამშენებლო ტექნიკასთან და მძიმე მექანიზაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა ტიპის ტექნიკის მუშაობისა და დანიშნულების კარგი ცოდნა;
  • ტექნიკური გაუმართაობების პირველადი შეფასების უნარი;
  • სამუშაოების დაგეგმვისა და რამდენიმე ობიექტის ერთდროულად კოორდინაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო/კარგ დონეზე ცოდნა;
  • მართვის მოწმობა;
  • მსგავს პოზიციაზე ან სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.