მკერავი
"ANOUKI" აცხადებს ვაკანსიას მკერავის პოზიციაზე.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც უყვარს საკუთარი საქმე, აქვს გამოცდილება სამკერვალო სფეროში და არის დეტალებზე ორიენტირებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამოსის შეკერვა და დამუშავება;
- ტექნიკური დავალებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვა;
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მრავალმხრივი სამკერვალო გამოცდილება (არანაკლებ 5 წელი) და სხვადასხვა ტიპის სამოსზე მუშაობის უნარი (მათ შორის პიჯაკებზე, კაბებზე, პერანგებზე და სხვ.);
- სამკერვალო ტექნიკისა და სხვადასხვა ტიპის ქსოვილზე მუშაობის ცოდნა;
- სიზუსტე და დეტალების მიმართ ყურადღება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 დღე
- 09:00 -18:00 საათი
- შესვენება -1 საათი