მიმღები ადმინისტრატორი / გაყიდვების სპეციალისტი — ჰაბიტატ ქოვორქინგ

ჰაბიტატ ქოვორქინგ — ლოგო
ჰაბიტატ ქოვორქინგ

მიმღები ადმინისტრატორი / გაყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
Hubitat Coworking აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მიმღები ადმინისტრატორი / გაყიდვების სპეციალისტი (2 ადგილი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე ორშაბათი პარასკევი, დღის და საღამოს ცვლა (09:00 16:00 | 16:00 23:00) / შაბათი და კვირა 12:00 – 17:00 (თანამშრომლებს შორის შეთანხმებით განაწილებული) ანაზღაურება: 1 000 ₾ (ხელზე) ზრდის პერსპექტივით
ვეძებთ 2 თანამშრომელს რეცეფშენზე. ერთი უპირატესად CRM-სა და ადმინისტრაციულ მიმართულებაზე იმუშავებს, მეორე კი კომუნიტის მართვაზე. გაყიდვების ნაწილი ორივე პოზიციას ეხება.
ფუნქცია-მოვალეობები:
  • CRM / ადმინისტრაციული მიმართულება:
  • სივრცეში შემოსული სტუმრების მიღება, კითხვებზე პასუხი და სივრცის გაცნობება;
  • CRM სისტემაში ყველა მონაცემის, კლიენტთა მოთხოვნების, მათი ინფორმაციის და გარიგებების ზუსტი აღრიცხვა და წარმოება;
  • ახალი წევრების ონბორდინგი სივრცის წესების, ტარიფებისა და სერვისების დეტალური გაცნობება;
  • მოქმედ წევრებთან რეგულარული კომუნიკაცია ხელშეკრულებების გახანგრძლივება, პაკეტის ცვლილება, საჭიროებების გარკვევა;
  • შემომავალი ზარების, ელ.ფოსტებისა და შეტყობინებების დამუშავება;
  • ადმინისტრაციული საქმისწარმოება ინვოისები, ხელშეკრულებები, ანგარიშები;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება.

კომუნიტი მენეჯმენტის მიმართულება:
  • სივრცეში შემოსული სტუმრებისა და წევრების მიღება და ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • წევრებს შორის ურთიერთგაცნობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • წევრთა კმაყოფილების მუდმივი მონიტორინგი და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება;
  • წევრებისგან უკუკავშირის შეგროვება და გუნდისთვის გადაცემა;
  • სივრცის ჯანსაღი ატმოსფეროს შენარჩუნება და განვითარება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან მუდმივი კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება და კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა და მაღალი ორგანიზებულობა;
  • CRM მიმართულებაზე სასურველია შესაბამის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

განაცხადის გასაგზავნად CV წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე: სასურველია CV გამოგზავნილ იქნეს 15 ივნისამდე