მერჩენდაიზერი- ბათუმი
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. "თიენდარი" საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).
20-წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.
"თიენდარი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00 სთ - 18 სთ;
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, სულხან-საბას ქ. N15
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1 200 ლარი + ბონუსი
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ეფექტური განლაგება (მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და პლანოგრამის დაცვით);
- თაროებზე პროდუქციის მუდმივი შევსება, ნაშთებისა და ვადების კონტროლი;
- პროდუქციის თაროს წილის მაქსიმიზაცია და გამოჩენადობის უზრუნველყოფა;
- სარეკლამო მასალებისა და დამატებითი ბრენდირებული სტენდების/მოწყობილობების განთავსება-მოვლა;
- კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, სიახლეების დაფიქსირება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ფოტო/ანალიტიკური ანგარიშგება;ხელმძღვანელთან.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია FMCG სექტორში);
- ბათუმის სავაჭრო ობიექტების/ქსელების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ენერგიულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი;
- სავალდებულოა - საკუთარი ავტომობილი
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
"თიენდარი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!