მენეჯერი — MClub

MClub — ლოგო
MClub

მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"MClub" წარმოადგენს სილამაზის ცენტრს, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებასა და პროფესიონალიზმზე.

ცენტრი აერთიანებს სილამაზის სფეროს პროფესიონალებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მომსახურების ხარისხს, ინდივიდუალურ მიდგომასა და მომხმარებელთა კმაყოფილებას.

სილამაზის სალონი "MClub" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 2/2

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალონის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
** მომხმარებელთა ვიზიტების დაგეგმვა, ჩაწერის პროცესისა და სამუშაო განრიგის კოორდინაცია;
** სატელეფონო ზარებზე, შეტყობინებებსა და მომხმარებელთა შეკითხვებზე დროული რეაგირება;
** სტუმრების დახვედრა, კომფორტული გარემოს შექმნა და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** სალონის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაო გრაფიკების ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
** თანამშრომელთა შორის ფუნქციების ეფექტიანი გადანაწილებისა და გუნდური მუშაობის უზრუნველყოფა;
** სალონში სისუფთავის, წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** სალონისთვის საჭირო პროდუქციის, მასალებისა და ინვენტარის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება;
** სალონის ფინანსური ოპერაციებისა და გადახდების ყოველდღიური კონტროლი;
** მომსახურების ხარისხისა და სალონის სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი ინიციატივების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ადმინისტრაციულ, მენეჯერულ ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სილამაზის სალონში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამორჩეული კომუნიკაციისა და სტუმართმოყვარეობის უნარი;
** კეთილგანწყობილი და პოზიტიური დამოკიდებულება;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** მოწესრიგებულობა და პროფესიული ეტიკეტის დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე , არაუგვიანეს 2026 წლის 16 ნოემბრისა. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება-"სილამაზის სალონის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ