მენეჯერი
კომპანიონი ცხოველების საკვების და აქსესუარების ონლაინ მაღაზია "ფეთსჩოისი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- ონლაინ მაღაზიაში შემოსული შეკვეთების მიღება და მომზადება;
- შეკვეთების ადრესატამდე მიტანის კოორდინაცია და კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- ონლაინ მაღაზიის გვერდის განახლებების და რეკლამირების კოორდინაცია;
- საიტზე ახალი პროდუქტების დამატება და მარაგების კონტროლი.
მოთხოვნები:
- გაყიდვების/ონლაინ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების და აპლიკაციების სათანადო ცოდნა;
- საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს უცხო ენას (ინგლისური).
კანდიდატის უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით + ბონუსი + სამედიცინო დაზღვევა