მეღვინის თანაშემწე- ხაშმი
მტევინო არის ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქტის შექმნასა და მუდმივ განვითარებაზე.
ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მეღვინის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საგარეჯოს რ-ნი, სოფ. ხაშმი; (თბილისიდან დაახლოებით 40 კმ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: 1400 ლარი (ნეტ)
ძირითადი მოვალეობები:
- რთველის პერიოდში ყურძნის მიღების პროცესში მონაწილეობა;
- მთავარი მეღვინის ხელმძღვანელობით ღვინო-მასალების დამუშავებასა და ფილტრაციაში მონაწილეობა;
- მარანში არსებული მანქანა-დანადგარების, ქვევრებისა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- მეღვინეობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სასურველია.
- ღვინის წარმოების პროცესების საბაზისო ცოდნა;