მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური ცენტრის ასისტენტი — ევროპის უნივერსიტეტი

ევროპის უნივერსიტეტი — ლოგო
ევროპის უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური ცენტრის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური ცენტრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა 17, (ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი)/სარაჯიშვილის ქუჩა 17 (ავჭალა, კონიაკის დასახლება).
  • გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი, 9:00-15:00 ან 15:00-21:00)
  • სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

ძირითადი მოვალეობები:

  • პრაქტიკული მეცადინეობებისათვის მოამზადოს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა/ინვენტარი (სამედიცინო სიმულატორები - მულაჟი)/სამედიცინო მასალები;
  • აწარმოოს სიმულაციურ ცენტრში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე მოამზადოს წერილობითი მიმართვა სახარჯი მასალის შეძენის მიზნით;
  • შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გამოსაყენებლად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სიმულაციურ ცენტრში პრაქტიკული მეცადინეობების მსვლელობის დროს უზრუნველყოს სიმულაციური ცენტრის აღჭურვილობის კონტროლი და უსაფრთხოების ზედამხედველობა
  • სიმულაციურ ცენტრში სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/საექთნო მიმართულებით)
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office;
  • ინგლისური ენა -B1 (მეტყველება, წერა).

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრესის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 19 სექტემბერი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ