მედდის დამხმარე- ქუთაისი — დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი — ლოგო
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

მედდის დამხმარე- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მედდის დამხმარის პოზიციაზე.

"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" ვიანის ქსელში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია, სადაც ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის (ნეონატალური, პედიატრიული და მოზრდილთა) სრული ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურია ხელმისაწვდომი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N83ა

გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, ან 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს.

ძირითადი მოვალეობები:

  • პალატაში არსებული პაციენტების ჰიგიენის უზრუნველყოფა;
  • პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების აღრიცხვა, მათი მდგომარეობის კონტროლი, საკვების და სითხის მიღების კონტროლი და ცვლილებების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელი საქმის კურსში ჩაყენება;
  • პაციენტის დახმარება გადაადგილებაში სიარულისას ხელჯოხით ან სხვა ინვენტარით (ეტლით);
  • პაციენტის საწოლის მოწესრიგება და მათთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
  • პაციენტების ტრანსპორტირება და გადაადგილება შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით;
  • ჩაბარებული ინვენტარისა და სახარჯი მასალების გაფრთხილება და ოპტიმალურად გამოყენება;
  • შიდა რეგულაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
  • პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
  • უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა;
  • პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი ან გადამზადების სერტიფიკატი;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05 ივლისი, 2026

"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ