მედდა
"მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მედდას თანამდებობაზე.
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი, საბურთალო, დიდუბე, სამგორი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება (სავალდებულოა);
- სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
მოვალეობები:
- კვალიფიციური საექთნო საქმიანობის განხორციელება, დაწესებულებაში დანერგილი გაიდლაინების, პროტოკოლების და განკარგულებების შესაბამისად;
- პაციენტის პირველადი გამოკითხვის ჩატარება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
- სამედიცინო დაწესებულების შიდა ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
- კაბინეტის ხარჯვის წარმოება შიდა ელექტრონულ პროგრამა WebMed-ში;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
- პედიატრიული კაბინეტის შემთხვევაში, პაციენტთან დაკავშირება და გეგმიური აცრის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
სხვა უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სიახლეების ათვისების უნარი;
- განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი;
- მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.