მძღოლი-ექსპედიტორი- ბათუმი — სასტუმრო ძველი კახეთი

სასტუმრო ძველი კახეთი — ლოგო
სასტუმრო ძველი კახეთი

მძღოლი-ექსპედიტორი- ბათუმი

შეთანხმებით იწურება ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

შ.პ.ს. "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
  • პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა;
  • სალაროსთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია B კატეგორიის ვადიანი მართვის მოწმობის ფლობა და მართვის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
შენიშვნა:

წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "მძღოლი-ექსპედიტორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ-მისამართზე: oldkakheti@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 511 200-187.

ნომერზე დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო საათებში: 10:00-18:00 საათამდე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის მხრიდან დამუშავებული და დაარქივებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.