მძღოლ-დისტრიბუტორი C კატეგორია (წილკანი)
კომპანია „მარგიო“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ლოკაცია: წილკანი
გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:00 - 18:00სთ
ანაზღაურება: 1500-2000
კომპანიის შესახებ:
„მარგიო“ 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ხელსახოცებისა და მაგიდის ტილოების მწარმოებელ კომპანიას. ბრენდი წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან ქსელებსა და მაღაზიებში და უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქციასა და ეფექტურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება ნატახტარიდან თბილისში;
- გარე ლოკაციებზე შეკვეთების მიწოდება;
- თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (წაყვანა/წამოყვანა) ნატახტრის მიმდებარე ტერიტორიაზე;
- კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა და უსაფრთხო ექსპლუატაცია.
მოთხოვნები:
- აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- განვითარების შესაძლებლობას.
- მხარდამჭერ მენეჯმენტს;