ავტომტვირთავის მძღოლი
სს "იბერია რეფრეშმენტსი", "PepsiCo"-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე საწყობში თბილისში.
კომპანიის შესახებ:
სს "იბერია რეფრეშმენტსი" წარმოადგენს "PepsiCo"-ს ოფიციალურ ბოთლერს საქართველოში და ფლობს ექსკლუზიურ უფლებას აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების დისტრიბუცია (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina).
კომპანია ასევე აწარმოებს "Max Power"-ის ენერგეტიკულ სასმელებსა და ქართულ ლიმონათებს (Iberia) და უზრუნველყოფს მათ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
სს "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ "Revery Group"-ის წევრს. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
- პასუხისმგებელია მზა პროდუქციის მიღებაზე, დაცლაზე/დატვირთვაზე და დასაწყობებაზე სახეობის და ვადების მიხედვით;
- დისტრიბუციის მიერ რეალიზებული პროდუქციის ავტომანქანებზე დატვირთვა;
- მზა პროდუქციის საწყობში გადატანა და დასაწყობება;
- რეგიონების ტრაილერების მზა პროდუქციით დატვირთვა;
- დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
- ავტომტვირთავის მართვის სერტიფიკატის ფლობა — სასურველია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას 1500-1700 ლარამდე (ხელზე ასაღები);
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
- კორპორატიულ სამედიცინო დაზღვევას (სტანდარტული პაკეტი);
- კორპორატიულ SIM ბარათს.
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 23/07/2026 წ.