მძღოლი- ბათუმი
თერმოინდუსტრია — უკვე 14 წელია ქართულ ბაზარზე ხარისხის, სანდოობისა და თანამედროვე საინჟინრო მიდგომების ერთ-ერთი ლიდერია. კომპანია წარმატებით ოპერირებს გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების მიმართულებით და მომხმარებლის ნდობას პროფესიონალიზმითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით ინარჩუნებს. ჩვენი მთავარი ძალა ძლიერი გუნდი, განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა და თანამედროვე ტექნოლოგიებია. თერმოინდუსტრიაში გვაქვს ვაკანსია მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი; დასვენება კვირა დღე; ** ანაზღაურება: შეთანხმებით + ბონუსი; ** ლოკაცია: ქ. ბათუმი , ხელვაჩაური, წინსვლა, მე-2 ქუჩა, #15; ** ბენეფიტი: კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ავტომობილის ტექნიკური და ვიზუალური გამართულობის უზრუნველყოფა; ** თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება, მათ შორის აეროპორტში დახვედრა/გაცილება; ** პროდუქციისა და სხვადასხვა მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირება ბათუმსა და რეგიონებში, საჭიროების შემთხვევაში ავტოსადგურამდე და მითითებულ ლოკაციებზე გადაზიდვის უზრუნველყოფა; ** პროდუქციის დატვირთვა-გადატანის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის (RS.ge) გადამოწმება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ** ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი სერვისის ორგანიზება და საჭირო ღონისძიებების გატარება; ** საჭიროების შემთხვევაში ინკასაციის პროცესში თანამშრომლის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია მართვის მოწმობა B და C კატეგორიები; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლიანი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ორგანიზებული; ** ოპერატიული; ** კეთილსინდისიერი;