მძღოლ-დისტრიბუტორი, C კატეგორია — ფანკი ბრენდს

ფანკი ბრენდს — ლოგო
ფანკი ბრენდს

მძღოლ-დისტრიბუტორი, C კატეგორია

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Funky Brands არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფოლიო ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite" და "Le Tribute"-ს.

ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო გამოცდილების შექმნაში.

პოზიცია: მძღოლ-დისტრიბუტორი, C კატეგორია.

სამუშაო აღწერილობა:

  • კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოდ და გამართულად მართვა;
  • საოპერაციო განყოფილების მიერ გაფორმებული შეკვეთების მიღება, საწყობიდან რაოდენობების და გადასატვირთი პროდუქციის ხარისხობრივი მითვლით;
  • პროდუქციის გადაზიდვა ცენტრალური საწყობებიდან ობიექტებში;
  • განსახორციელებელი ვიზიტების შესახებ ყოველდღიური გეგმების მიღება, გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის დროული დარიგება ობიექტებზე, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
  • დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • აუცილებელია მართვის მოწმობის B და C კატეგორიის ფლობა.

ანაზღაურება: საათობრივი, 2000 ლარიდან.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

რატომ "ფანკი ბრენდს"?

  • იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
  • შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
  • შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.