დისტრიბუტორი მძღოლი- რუსთავი
შპს "ემერენ გრუპი" აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის ნაწარმის შეფუთვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კომპანია მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც პროდუქტს ანაწილებს საქართველოს მასშტაბით. შპს "ემერენ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორი მძღოლის პოზიციაზე. მისამართი: ქ. რუსთავი ანაზღაურება: 1800-დან სამუშაო განრიგი: შეთანხმებით ძირითადი ფუნქციები: ** სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა; ** ჩატვირთული ტვირთის განაწილება სავაჭრო ობიექტებში მარშრუტის შესაბამისად; ** კონკრეტული სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გადმოტვირთვა და მაღაზიის ტერიტორიაზე განთავსება დაუზიანებლად და ზუსტი რაოდენობით; ** სავაჭრო ქსელიდან, წინასწარ დაანონსებული ინვენტარისა და უკანდასაბრუნებელი პროდუქციის ზუსტი და უდანაკარგო ტრანსპორტირება; ** ავტომობილის ზედაპირული ტექნიკური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; ** ტრანსპორტირება და მიწოდება - უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას მაღაზიებში, ან გასაღების წერტილებში. ძირითადი მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.