მათემატიკის მასწავლებლის/რეპეტიტორი — აკადემია ატლასი

აკადემია ატლასი — ლოგო
აკადემია ატლასი

მათემატიკის მასწავლებლის/რეპეტიტორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

აკადემია ატლასი აცხადებს მათემატიკის მასწავლებლის/რეპეტიტორის ვაკანსიას.

აკადემიის ადგილმდებარეობა: წერეთლის მეტროდან 1 წუთში, ფოთის ქუჩაზე.

გრაფიკი: მოქნილი;

ანაზღაურება: დამოკიდებული მოსწავლეების და ჯგუფების რაოდენობაზე.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • საფუძვლიანი საგნობრივი ცოდნა და სწავლების მტკიცე უნარები.
  • საგნის შესაბამისი მიმართულებით - უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • პედაგოგიური გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადება;
  • აკადემიის მიერ ჩატარებულ, შიდა, პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებელ, უფასო ტრენინგებში მონაწილეობა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი ან დასრულების ცნობა) ასლი;
  • დამამთავრებელ კურსზე ყოფნის შემთხვევაში: 1. აქტიური სტუდენტური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, 2. სრული ნიშნების ფურცელი განვლილი საგნებისთვის (მიმდინარე GPA-ის მითითებით).

შერჩევის ეტაპები:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა.
  • გასაუბრება.
  • საგნობრივ ცოდნაში ტესტირება (ადგილზე, აკადემიაში).