მათემატიკის მასწავლებელი - ინგლისურენოვანი — UG სკოლა

UG სკოლა

მათემატიკის მასწავლებელი - ინგლისურენოვანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

იუჯი სკოლაში ცხადდება ვაკანსია მათემატიკის (ინგლისურად) მასწავლებლის პოზიციაზე. იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე Cambridge Pathway პროგრამაზე. სკოლა საქართველოს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მოსწავლეების მომზადება სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა (ინგლისურად);
  • საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობები - კონსულტაციები.
  • როგორც სკოლის ადმინისტრაციას, ასევე მშობლებს მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული მოსწავლის შესახებ და უზრუნველყოს მოსწავლეთა ბაზაში შეფასებების ასახვა;
  • უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
  • იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე;
  • მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ აქტივობებში;
  • დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდის და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;
  • დაესწროს კათედრის და პედაგოგიური საბჭოს სხდომებს, მშობელთა კრებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა (გაკვეთილი მიმდინარეობს სრულად ინგლისურ ენაზე);
  • კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
  • შესაბამისი უმაღლესი განათლება;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
  • შეეძლოს გაკვეთილების დაგეგმვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საერთაშორისო სერტიფიკატების ფლობა ან საერთაშორისო პროგრამის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

  • თავაზიანი;
  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური.