მათემატიკის მასწავლებელი
მწვანე სკოლა ეძებს მათემატიკის მასწავლებელს ტყის კამპუსში.
თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად შეგიძლიათ მათთან დამეგობრება და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის გუნდში. მწვანე სკოლა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნაზე. მწვანე სკოლის ტყე-პარკი კი განსაკუთრებული სივრცეა არაფორმალურ გარემოში შემოქმედებითი გაკვეთილებისა და აქტივობების დასაგეგმად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში.
- მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება.
- დროის ორგანიზება და დისციპლინა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- მზაობა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის.
- საოფისე კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა.
- აპლიკანტს მინიჭებული უნდა ჰქონდეს მასწავლებლის სტატუსი.
პასუხისმგებლობები:
- სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში შესაბამისის საგნის სწავლება.
- მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი, შეფასების დაგეგმვა და განხორციელება.
- პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა.
- კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან მოსწავლეების აკადემიურ განვითარებასა და სხვა სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით.
- სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.