მასწავლებლის ასისტენტი/კლასის კოორდინატორი
საერთაშორისო აკადემია ლოგოსი აცხადებს ვაკანსიას: მასწავლებლის ასისტენტი (კლასის კოორდინატორი)
ფუნქციები:
- ჩაატაროს პიროვნული განვითარების საათი თავის საკოორდინატორო კლასში;
- პიროვნული განვითარების საათის ჩატარებისთვის წინასწარ მოემზადოს, მოიძიოს მასალა და შეიმუშაოს შესაბამისი აქტივობები;
- უზრუნველყოს მოსწავლეთა სკოლაში მოსვლის შემდეგ მათი კლასებში დაბინავება და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ მშობლებთან შეხვედრა;
- ყურადღება მიაქციოს მოსწავლეებს დასვენებების პერიოდში;
- უზრუნველყოს მოსწავლეთა პირადი ჰიგიენის დაცვა, სადილზე გაყვანა, კვების ორგანიზება და კლასში დაბრუნება;
- უზრუნველყოს მოსწავლეთა თავისუფალი დროის ორგანიზება და კონტროლი;
- უზრუნველყოს საგაკვეთილო პერიოდის შემდეგ მოსწავლეთათვის გასართობი თუ აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარება;
- მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში;
- უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
- დაიცვას და არ გაამჟღავნოს სხვისი პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე;
- დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;
- მასწავლებლის არყოფნის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვებს;
- დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში;
- შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- საჭიროების შემთხვევაში დაესწროს სადამრიგებლო კლასში გაკვეთილებს და იქონიოს ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიური თუ ქცევითი მდგომარეობის შესახებ;
- სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
- ორგანიზება გაუკეთოს სკოლის მიერ დაწესებულ მშობელთა კრებებს, მშობელთან ინდივიდუალურ შეხვედრებს;
- დირექციას გადასცეს ხშირი გაცდენების მქონე მოსწავლეთა სია;
- გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელს;
- საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით.