მასწავლებლის ასისტენტი
„აზროვნების აკადემიის სკოლაში“ მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.
ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.
„აზროვნების აკადემია“ აცხადებს კონკურსს მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მოსწავლისთვის პოზიტიური, უსაფრთხო და მხარდამჭერი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნაში აქტიური მონაწილეობა;
- მოსწავლის თავისუფალი დროის მიზნობრივად და პროდუქტიულად გამოყენების ხელშეწყობა, მისი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
- მოსწავლის დღის რეჟიმის, დროის სწორად განაწილებისა და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზების მხარდაჭერა;
- მოსწავლისთვის საშინაო დავალებების დამოუკიდებლად შესრულების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში თანასწავლის პრინციპით აკადემიური მხარდაჭერის გაწევა;
- მოსწავლის საკლუბო, შემეცნებით, სპორტულ და სხვა სასკოლო აქტივობებში ორგანიზებულად ჩართულობის ხელშეწყობა;
- კლასში თანამშრომლობითი, კეთილგანწყობილი და მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- მოსწავლის დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და თვითორგანიზების უნარების განვითარებისთვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- მოსწავლის აკადემიური და პიროვნული განვითარების პროცესზე დაკვირვება და შესაბამისი ინფორმაციის დროული გაზიარება;
- მოსწავლის საჭიროებების, ჩართულობისა და პროგრესის შესახებ მასწავლებლებთან და მშობლებთან ეფექტური და პროფესიული კომუნიკაცია;
- მასწავლებლებთან თანამშრომლობა მოსწავლის სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მიზნით;
- მშობლებთან თანამშრომლობა მოსწავლის სასწავლო, სოციალური და ემოციური განვითარების მხარდასაჭერად;
- სკოლის შიდა რეგულაციების, ეთიკის ნორმებისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება. განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარულ ან მომიჯნავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- სასკოლო გარემოში მუშაობის ან ბავშვებთან/მოზარდებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;
- სასკოლო გარემოს, სასწავლო პროცესისა და მოსწავლის განვითარების თავისებურებების მიმართ ინტერესისა და მზაობის ქონა;
- პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების გაცნობიერება.
კომპეტენციები და უნარები:
- ბავშვებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
- ემპათია, მოთმინება და ყურადღებიანი დამოკიდებულება;
- მოსწავლის საჭიროებების სწორად აღქმისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
- კონფლიქტური ან რთული სიტუაციების მშვიდად და კონსტრუქციულად მართვის უნარი;
- ინიციატივიანობა და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომა.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი)
- სამუშაო გრაფიკი: 14:00-17:00 სთ.
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
- ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფა;
- http://onlineacademia.ge-ზე წვდომა;
- სალონურ საუბრებზე უფასო წვდომა;
- ჩვენი გამომცემლობის წიგნებსა და აზროვნების აკადემიის კურსებზე 50%-იანი ფასდაკლება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2 ოქტომბერი 2026 წ.