მასწავლებელი კომპიუტერული ქსელისა და სისტემების მიმართულებით
"საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე კომპიუტერული ქსელისა და სისტემების მიმართულებით.
"საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA" წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის პროფესიულ განათლებას, პრაქტიკაზე ორიენტირებულ და ხარისხიან სასწავლო პროცესს.
აკადემია უკვე 15 წელია, წარმატებით ოპერირებს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და ახლახან, მესამედ, მოიპოვა 6-წლიანი ავტორიზაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის ხარისხსა და სტაბილურობას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 20
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, დატვირთვის შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს
- მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათიან ტარიფს
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
ძირითადი ფუნქციები:
- საკონტაქტო/ლექციური და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება მეცადინეობის განრიგის შესაბამისად
- კალენდარული გეგმის შემუშავებასა და განახლებაში აქტიური მონაწილეობა
- პროფესიული სტუდენტებისა და ჯგუფისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება (განმავითარებელი შეფასება) მათი შედეგების შემდგომი გაუმჯობესებისა და პროგრესის მხარდასაჭერად
- პროფესიულ სტუდენტთა ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით
- შეფასების პროცესში წარმოქმნილი მტკიცებულებების შეგროვება და სამსახურისთვის დროული გადაცემა
- შეფასების შედეგების დროული გაფორმება შესაბამის უწყისებში (ელექტრონულ ბაზაში)
- კოლეჯის შიდა პროცესებში, ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებში ჩართულობა და მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება (მაგ: IT, Computer Science, Computer Engineering, Information Systems, Cybersecurity, IT Support Specialist...)
- IT მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- პროფესიული/საერთაშორისო სერტიფიკატები (ჩაითვლება უპირატესობად):
- Cisco: CCNA, CCNP
- CompTIA: Network+, Security+, Linux+
- Microsoft: Azure Administrator, MCSA / MCSE
- Linux: LPIC-1, LPIC-2, RHCSA
პიროვნული უნარები:
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირება
- პასუხისმგებლობა
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 სექტემბერი