მარკეტინგის მენეჯერი — ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის

ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის

მარკეტინგის მენეჯერი

₾7000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი საავტომობილო კომპანიისთვის.

პოზიციის მთავარი მიზანი: კომპანიის პროდუქტებისა და შოურუმების გარშემო ლოიალური საზოგადოების (Community) ჩამოყალიბება და მარკეტინგის გუნდის ეფექტური ლიდერობა.

ძირითადი პირობები:
  • მდებარეობა: თბილისი, დიღომი
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • ანაზღაურება: 5 000 - 7 000 ლარი ხელზე ასაღები (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე შესაძლებელია ანაზღაურებაზე შეთანხმება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია ტექნიკის ან ავტო-მოტო სექტორში);
  • მასშტაბური მარკეტინგული კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება ავტო-მოტო სპორტის სფეროში ღონისძიებების დაგეგმვის და ჩატარების გამოცდილების ქონა.
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა (წერითი და ვერბალური).
ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც მიმართულია გაყიდვების ზრდაზე;
  • კომპანიის ცნობადობის ამაღლება;
  • ციფრული არხების (სოც. მედია, ვებ.გვერდები, იუთუბი და ა.შ.) მართვა და განვითარება;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და ანალიზი;
  • კლიენტების ბაზის წარმოება და მარკეტინგული მიზნებისთვის ეფექტურად გამოყენება;
  • ბაზრის კვლევა, მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მოთხოვნებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • გარე პარტნიორებთან და მომწოდებლებთან (საერთაშორისო ბრენდებთან) თანამშრომლობა;
  • ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა პარტნიორებთან კო-ბრენდირებული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
  • მარკეტინგული ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი.
  • კომპანიის PR სტრატეგიის შემუშავება; მედიასთან, პარტნიორებთან და ინფლუენსერებთან აქტიური კომუნიკაცია; ბრენდის სიახლეებისა და კორპორაციული პროექტების მედია-გაშუქების უზრუნველყოფა.
  • ტექნიკის მოყვარულთა და მომხმარებელთა ერთგული საზოგადოების შექმნა; სპეციფიკური ივენთების, ტესტ-დრაივებისა და კლუბური შეკრებების ორგანიზება; ციფრულ არხებში ორგანული ჩართულობის (Engagement) გაზრდა.
  • მარკეტინგის შიდა ჯგუფის (SMM, დიზაინერი, კონტენტ კრეატორი) ყოველდღიური მუშაობის კოორდინაცია, დავალებების დელეგირება და მათი შესრულების ხარისხის (KPI) კონტროლი.
  • წლიური მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და ოპტიმალური ხარჯვა; გაყიდვების სტიმულირებისთვის შოურუმებთან, კომერციულ გუნდთან და საოპერაციო დირექტორთან ერთად ერთობლივი კამპანიების დაგეგმვა; შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 18 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა
  • ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
  • პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ