მარკეტინგის მენეჯერი — კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია

კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია — ლოგო
კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია

მარკეტინგის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია" - TCL-ის გაგრილების სისტემების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგული კამპანიების მომზადება და განხორციელება ონლაინ და ოფლაინ არხებში
  • ბრენდის ცნობადობის და პროდუქციის პოზიციონირების მხარდაჭერა
  • სარეკლამო და პრომო მასალების მომზადების პროცესის კოორდინაცია
  • სოციალური მედიის, ვებგვერდის და ციფრული არხების კონტენტის დაგეგმვა და მართვა
  • პარტნიორებთან, სააგენტოებთან, მომწოდებლებთან და დიზაინერებთან კოორდინაცია
  • ღონისძიებების, გამოფენების და პრეზენტაციების ორგანიზებაში მონაწილეობა
  • გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიდების გენერაციისა და პროდუქციის მხარდაჭერის მიზნით
  • ბაზრის, კონკურენტების და მომხმარებლის ქცევის ანალიზი
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების შეფასება და ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
  • ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის და კონტენტ მენეჯმენტის პრაქტიკული გამოცდილება
  • სასურველია გამოცდილება B2B სექტორში ან ტექნიკური პროდუქციის მარკეტინგში
  • ბაზრის კვლევის, ანალიტიკის და ანგარიშგების უნარი
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; გრაფიკულ მასალებთან ან CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ძლიერი საკომუნიკაციო და პრეზენტაციის უნარები
  • ორგანიზებულობა, კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სატივის ქუჩა #2