მარაგებისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტი- ბათუმი
საცხობი 047 აცხადებს ვაკანსიას მარაგებისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის ძირითადი მიზანია ფილიალებში მარაგების, პროდუქციისა და ნედლეულის აღრიცხვა და კონტროლი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალების მარაგებისა და ინვენტარიზაციის მონაცემების კონტროლი, ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების შედარება და შეუსაბამობების გამოვლენა;
- ფილიალების მიერ მიღებული პროდუქციისა და ნედლეულის ყოველდღიური აღრიცხვა და პროგრამაში ასახვა;
- POS პროგრამაში პროდუქციისა და რეცეპტების დამატება/განახლება და მონაცემების სისწორის კონტროლი;
- Glovo-ს პლატფორმისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის პერიოდული კონტროლი;
- ფილიალების ინვენტარიზაციაზე პერიოდული დასწრება მონაცემების სიზუსტის გადამოწმების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- MS Excel-ის კარგი ცოდნა;
- ციფრებთან და მონაცემებთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და შეუსაბამობების აღმოჩენის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა — სავალდებულო.
- მარაგების, ინვენტარიზაციის, საწყობის ან POS პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
- სამუშაო საათები: 09:00-18:00
- ძირითადი სამუშაო ადგილი: ბათუმი; პერიოდული მივლინებები ქუთაისში. გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე.
- ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1500 ლარი
- გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.