მანდატური — დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა

მანდატური

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა" კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 30 წელს ითვლის. სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

გიმნაზია შავნაბადა აცხადებს კონკურსს მანდატურის პოზიციაზე

მანდატურის ფუნქცია-მოვალეობები:

  • მოსწავლეთა შორის წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა, მათზე დროული რეაგირება და შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით უთანხმოების აღმოფხვრა;
  • დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება;
  • სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის ხელშეწყობა;
  • საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფ სხვა პირთა ევაკუაციის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა).

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.