მაღაზიის ადმინისტრატორი — Carrefour Georgia

Carrefour Georgia — ლოგო
Carrefour Georgia

მაღაზიის ადმინისტრატორი

₾1200-1400 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კარფური ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.


"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.


"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფურის" უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.


"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში, მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.


ანაზღაურება: 1200-1400 ლარი


ძირითადი ფუნქციები:


** სალაროების გახსნისა და დახურვის ადმინისტრირება
** სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების მაღალი სტანდარტებით შესრულების კონტროლი
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** მოლარეებისთვის სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა; სამუშაო გრაფიკის დაცვის უზრუნველყოფა
** ახალი თანამშრომლებისთვის სალარო ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა.
** საკასო საოპერაციო და ადმინისტრაციული საქმიანობის შესრულება.


მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


** სალარო საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი


ჩვენ გთავაზობთ:


** სექტორში ყველაზე მაღალი ანაზღაურება
** კვარტალური ბონუსი
** 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში
** 20% ფასდაკლება კვებაზე
** უპროცენტო შიდა განვადება ტექნიკაზე
** ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა
** თქვენზე მორგებული გრაფიკი
** სწრაფი დაწინაურების შესაძლებლობა