ლოჯისტიკის მენეჯერი
შპს "ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" ITCS აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაოს ლოკაცია: თბილისი გამოქვეყნების დღე: 21 მაისი დედლაინი: 8 ივნისი ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ თანამშრომელს ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა. ძირითადი მოვალეობები: ** მომარაგების პროცესის მართვა და ოპტიმიზაცია ** საბაჟო პროცედურების ორგანიზება, მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი ** მარაგების გადაადგილების, შესაბამის ლოკაციებზე სწორად განთავსების კონტროლი და დროული შესრულების უზრუნველყოფა ** მარაგების ჩაბარების შესახებ ანგარიშგების მომზადება და კონტროლი ** საწყობში გადატანილი მარაგების უსაფრთხო დასაწყობებაზე პასუხისმგებლობა მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). ** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დისციპლინა. ** გუნდური მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი. ** მსუბუქი ავტომანქანის ფლობა