ექსპორტის სატვირთო სპეციალისტი
კომპანია " Lasare ", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის სატვირთო სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით მისამართი: ქ თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია ვაკანტური ადგილი: 3 დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას: ** უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათს; ** სატრანსპორტო მომსახურებას ზემო სამგორის მეტროდან; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქციები: ** ტერმინალში შემომავალი, გამავალი და ტრანზიტული ტვირთების ან ფოსტის ტერმინალის სატვირთო სისტემაში გამართული აღრიცხვა; ** სატვირთო დოკუმენტაციის მომზადებისა და სრული კომპლექტაციის უზრუნველყოფა; ** ავიარეისების განრიგის კონტროლი; ** ცვლის დასრულების შემდგომ, ყველა მიღებულ დოკუმენტაციის სათანადოდ მოწესრიგება და სატვირთო დოკუმენტაციის კონტროლის სუპერვაიზერისთვის გადაცემა; მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2 ან/და C1); ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სასურველია სხვა უცხო ენის სასაუბრო დონეზე ფლობა; ** ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეციფიკის ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი ** მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის დაცვა (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება); ** პასუხისმგებლობის აღების უნარი ** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი ** ყურადღება დეტალების მიმართ ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები ** დეტალებზე ორიენტირების უნარები ** დისციპლინირებულობა ** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი ლასარეში დაგხვდებათ: ** კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობები; ** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო.